ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ მისი შემცვლელი მარკ რუტე მოვალეობებს თავს კარგად გაართმევს.
სტოლტენბერგის თქმით, მოხარულია, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა შეძლეს შეთანხმების მიღწევა ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის კანდიდატურაზე. ამის შესახებ მან dpa-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მარკ რუტე იქნება ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი. მე მას მრავალი წელია ვიცნობ. მან ასევე აჩვენა თავისი უნარრნი მიაღწიოს კონსენსუსს, რომელსაც ნატო-შიც გამოავლენს“, - თქვა სტოლტენბერგმა.
ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ში ათი წლიიანი სამსახური მისთვის დიდი პატივი იყო
სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ არ ელოდა, რომ მისი ვადა ათ წლის განმავლოაბში გაგრძელდებოდა.
”მაგრამ ახლა წასვლის დროა და, შესაბამისად, ეს კარგია ნატო-სთვის და კარგია ჩემთვის”, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს დანიშვნის შესახებ.
რუტე თავის უფლებამოსილებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც ამჟამინდელი გენერალური მდივნის სტოლტენბერგის მანდატი დასრულდება.