უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქზე რუსეთის ძალების იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხერსონის ოლქის სოფელ კრეშენოვკის დაბომბვის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლი, რომლის ნანგრევებში მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.