ვფიქრობ, თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება იყო ძალიან მკაფიო. სამწუხაროა, მაგრამ გაუგებარი არ არის, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორის" განუსაზღვრელი დროით შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვფიქრობ, თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება იყო ძალიან მკაფიო. სამწუხაროა, მაგრამ გაუგებარი არ არის. მე ძალიან მკაფიოდ ვამბობდი, რომ ეს არ არის ის, სადაც შეერთებულ შტატებს სურს, რომ იყოს. მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩვენ ვახორციელებთ ორმხრივი ურთიერთობის აბსოლუტურ გადახედვას და როგორც ამ განხილვის ნაწილი, სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო აღნიშნული წვრთნების გაუქმება პარტიის ზოგიერთი წევრის საჯარო განცხადებების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩვენს განზრახვებზე ამ ქვეყანაში. ასე რომ, ვფიქრობ, შემიძლია გავიმეორო თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მკაფიოა. სამწუხაროა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება“, – განაცხადა დანიგანმა.{პირველი არხი}
შეგახსნებთ, აშშ-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოში სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი", რომელიც 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.