აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა თავისი ურყევი გადაწყვეტილების შესახებ, გააგრძელოს მონაწილეობა საპრეზიდენტო რბოლაში. მისი თქმით, მხოლოდ ყოვლისშემძლე უფალს შეუძლია აიძულოს ამის გადაფიქრება. ამის შესახებ მან ABC-თან ინტერვიუში ილაპარაკა.
"ყოვლისშემძლე უფალი რომ ჩამოვიდეს და მითხრას: "ჯო, დატოვე რბოლა", მე გამოვიდოდი რბოლიდან, მაგრამ ყოვლისშემძლე უფალი არ ჩამოვა," - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ის კვლავ იყრის კენჭს, რადგან თვლის, რომ მას საუკეთესოდ ესმის, თუ რა უნდა გაკეთდეს „ამ ქვეყნის სრულიად ახალ დონეზე ასასვლელად“.
„ჩვენ უკვე გზაში ვართ. ჩვენ უკვე გზაში მოვდივართ", - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა საარჩევნო რბოლის შესახებ.
იმავე ინტერვიუში ბაიდენმა დონალდ ტრამპთან დებატების „ცუდი ეპიზოდი“უწოდა და აღნიშნა, რომ ის გაციებული იყო, რის გამოც დებატებმა წარუმატებლად ჩაიარა.