უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ მიხვდა, რომ ორივე მხარის პოზიციები რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ აგრესიულ ომთან დაკავშირებით ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულია.
„კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ, გამოცდილებიდან მივხვდი, რომ პოზიციები ძალიან შორს არის ერთმანეთისგან. საჭიროა მრავალი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას ომის დასრულებასთან მიახლოების მიზნით, თუმცა ჩვენ გადავდგით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – დავამყარეთ კონტაქტი“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
ორბანმა ასევე თქვა, რომ სურს გააგრძელოს თავისი "სამშვიდობო" ძალისხმევა.