ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ უკრაინა ალიანსს მომდევნო ათი წლის განმავლობაში შეუერთდება.
სტოლტენბერგს ჰკითხეს ალიანსის შესაძლო გაფართოების შესახებ მომდევნო ათი წლის განმავლობაში.
”მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ უკრაინა გახდება {ნატო-ს} მოკავშირე”, - თქვა სტოლტენბერგმა, რომელიც შემოდგომაზე გენერალური მდივნის პოსტს ტოვებს.
სტოლტენბერგმა მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინას უფრო მეტი სამხედრო დახმარების გადასცენ.
”რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი მხარდაჭერა, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს ომი... რაც უფრო მეტ ვალდებულებას ავიღებთ ჩვენს თავზე გრძელვადიან პერსპექტივაში, მით უფრო სწრაფად შეიძლება დასრულდეს ომი”, - თქვა მან.