აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, დემოკრატებისთვის წარუმატებელი დებატების შემდეგ, თქვა, რომ მას მეტი ძილი სჭირდება და თავის თანამშრომლებს დაავალა არ დაგეგმონ ღონისძიებები 20:00 საათის შემდეგ. იუწყება Washington Post
გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში დემოკრატი გუბერნატორების შეკრებაზე განაცხადა, რომ მას სჭირდება მეტი ძილი და ნაკლები მუშაობა,
შეხვედრაში მონაწილე პირების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან უნდა შეამციროს სამუშაო საათები, მათ შორის, თავი აარიდოს 20:00 საათის შემდეგ აქტივობებს, რადგან მეტი ძილი სჭირდება.
ამასთან, ჯო ბაიდენმა გუბერნატორებს უთხრა, რომ ის საპრეზიდენტო რბოლას არ გამოეთიშება.