ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც აქვს ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით წერს.
„სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და უკმაყოფილება ორბანის პუტინთან შეხვედრის გეგმის მიმართ.
ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც აქვს ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი.
ეს შეხვედრა არ შეესაბამებოდა ევროკავშირის თავმჯდომარეობის მოვალეობებს“, - წერს ცაჰკნა.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი რუსეთში 5 ივლისს ჩავა.