პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მოსკოვში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით გაკვირვებულია.
ტუსკმა სოციალურ ქსელ Х-ში გამოაქვეყნა შემდეგ შინაარსის ტვიტი: „ხმები მოსკოვში თქვენი ვიზიტის შესახებ შეუძლებელია იყოს სიმართლე, ვიქტორ ორბან, თუ შესაძლებელია?“
მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელმა გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთში 5 უვლისს დაგეგმილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შესაძლო ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ უნგრეთს არ აქვს შესაბამისი მანდატი ევროკავშირისგან.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ორბანი რუსეთში 5 ივლისს ჩავა.