საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული ერთიანობის“ საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა მარინ ლე პენმა კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.
აღნიშნულ განცხადებაში რუსეთის საგარეო უწყება მხარს უჭერს მარინ ლე პენის პოლიტიკურ ძალას საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ და აღნიშნავს, რომ "ფრანგი ხალხი ისწრაფვის სუვერენული საგარეო პოლიტიკისკენ. "იუწყება Le Figaro
”როდესაც თქვენ აკეთებთ ასეთ საჩვენებელ და პროვოკაციულ ტვიტს, ეს შეიძლება მივიჩნიოთ ჩარევის ფორმად”, - თქვა ლე პენმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით.
ამავდროულად, ლე პენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებს, შეინარჩუნებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და ამასთან, მიუთითა, რომ არც ერთი ფრანგი ჯარისკაცი არ გაიგზავნება უკრაინის ფრონტზე.
თავის მხრივ, „ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ თუ მისი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოვა, ის რუსეთს არ მისცემს უფლებას „უკრაინა შთანთქას“.