გამოცემა Bloomberg-თვის ცნობილი გახდა, რომ ათამდე დემოკრატი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში განიხილავს ხელი მოაწეროს წერილს, რომლითაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ.
დემოკრატებს შორის იზრდება პანიკა, რომ ბაიდენის კანდიდატურა მათ კონგრესზე კონტროლის ფასად დაუჯდება.
ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, წერილზე საუბარიც კი მიანიშნებს, რომ დემოკრატები პანიკაში არიან.
ბაიდენი ელვის უსწრაფესად კარგავს მხარდაჭერას დემოკრატი დეპუტატებისა და კანდიდატების მხრიდან, რომლებიც შეშფოთებულნი არიან, რომ 81 წლის პრეზიდენტის მონაწილეობა არჩევნებში გამოიწვევს რესპუბლიკელთა გამარჯვებას და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას.