უკრაინული მედიის ინფორმაციით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 18-ზე მეტი დაშავდა 3 ივლისს, დილით, ქალაქ დნიპროზე რუსეთის ძალების დარტყმების შედეგად.
ქალაქის მერის ბორის ფილატოვის ინფორმაციით, დაღუპულები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
ამასთან, დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰიი ლისაკის ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 18-ზე მეტ პირს დასჭირდა. მისივე თქმით, დაშავებულთა შორის ერთი 14 წლის მოზარდია.
რამდენიმე ადგილზე გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა რამდენიმე შენობა, ავტომობილები. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.