აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვირჯინიაში კამპანიის დროს, კიდევ ერთხელ აღიარა მისი წარუმატებელი დებატები დონალდ ტრამპთან განმარტა, რომ თავს ცუდად გრძნობდა ავიამოგზაურობისა და დროში სხვაობის, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არ შეიძლება გამართლებად იყოს მიჩნეული. იუწყება Reuters
ბაიდენის თქმით, დებატებზე მან თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა.
„არ მქონდა საუკეთესო ღამე. გადავწყვიტე მსოფლიოს გარშემო რამდენჯერმე მოგზაურობა დებატებამდე. არ მოვუსმინე ჩემს გუნდს, დავბრუნდი და კინაღამ სცენაზე ჩამეძინა. ამას გამართლება არ აქვს, თუმცა ეს არის ახსნა“, – განაცხადა ბაიდენმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი ივნისში, დაახლოებით ორი კვირის ინტერვალით, საფრანგეთსა და იტალიაში გაფრინდა, 15 ივნისს იტალიის შვიდეულის სამიტიდან ლოს-ანჯელესში ღამით გაემგზავრა, შემდეგ კი ვაშინგტონში დაბრუნდა. 27 ივნისის დებატამდე მან ექვსი დღე გაატარა კემპ დევიდში.