Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, ყოველი მესამე დემოკრატი ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა უნდა მოხსნას. იუწყება Reuters
დემოკრატები და პოლიტტექნოლოგები აცხადებენ, რომ ბაიდენის კანდიდატურა, მას შემდეგ რაც ტრამპთან დებატების დროს არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად პრეზიდენტი. თუმცა, ბაიდენზე ზეწოლა იზრდება და ამასთან იზრდება შიში, რომ ის სერიოზულ კონკურენციას ვერ გაუწევს დონალდ ტრამპს და ვერ მოიგებს არჩევნებს.
წარმომადგენელტა პალატის ერთ-ერთი წევრის ცნობით, ოცდახუთი დემოკრატი ემზადება მოუწოდონ ბაიდენს არჩევნებში საპრეზიდენტო რბოლა დატვოს, თუ ის უახლოეს დღეებში კვლავ არადამაჯერებელი
Ipsos-ის გამოკითხვაში დემოკრატების დაახლოებით 32%-მა თქვა, რომ დონალდ ტრამპთან დებატების შემდეგ, ბაიდენმა უარი უნდა თქვას ხელახლა არჩევაზე. ამასთან, გამოკითხულთა 59%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან მოხუცია იმისთვის, რომ მთავრობაში იმუშაოს.