საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა.
პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების წევრებს ევრო 2024-ზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
„სასწაულია დღევანდელი დღე, მე ასეთი საქართველო მინდა, გახარებული, ამ ბიჭების სასწაულით. მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ საწყისი. მათ ძალიან დიდი მადლობა, თქვენც ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის. მინდა, რომ თქვენი სახელით, ერთობის სახელით, რამეთუ ეს ჯილდო არის, მთავრობის, პრეზიდენტის, თქვენი ჯილდო, რომელსაც გადავცემთ ამ ბიჭებს და ვუსურვებთ, რომ მათი გამარჯვება იყოს უსასრულო, თქვენი სახელით,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.