უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ -მინისტრი ვიქტორ ორბანი შეთანხმდნენ, იმუშაონ შეთანხმებაზე, რომელიც ორმხრივ პრობლემებს გადაჭრის.
ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერმა კიევში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბარში ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად.
„ჩვენი დიალოგის შინაარსი დღევანდელ ყველა საკითხზე შეიძლება გახდეს საფუძველი მომავალი ორმხრივი დოკუმენტისთვის ჩვენს სახელმწიფოებს შორის, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ყველა ურთიერთობას და დაფუძნებული იქნება სარკისებურ მიდგომაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვიქტორ ორბანი ასევე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებმა ორი ქვეყანა დააახლოვა ახალი შეთანხმების შესაძლო ხელმოწერასთან.
„ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, გვინდა ხელი მოვაწეროთ უკრაინასთან გლობალური თანამშრომლობის შეთანხმებას, ისეთივე შეთანხმებების, რაც გვაქვს უნგრეთის სხვა მეზობლებთან“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ უნგრეთი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციას და ასევე აპირებს დაეხმაროს უკრაინას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში.
"ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ უკრაინას და უნგრეთის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ დაგეხმარებით ყველაფერში, რაც შეგვიძლია", - დასძინა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
ვიქტორ ორბანი კიევში დღეს, 2 ივლისს ჩაივიდა.