უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეს, სამშაბათს კიევს ეწვევა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. იუწება The Guardian
„სამშაბათს, ვიქტორ ორბანი ეწვევა კიევს... ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრორუსული ლიდერის მოულოდნელი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც იმ დრო შედგება, როდესაც უნგრეთი როტაციული პრინციპით ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა“, - აღნიშავს გამოცემა.
ბუდაპეშტში გამოცემის ორმა წყარომ განაცხადა, რომ კიევში ორბანი სავარაუდოდ შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს ვიზიტი პირველი იქნება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
The Guardian-ი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინსიტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა შესაძლო ვიზიტზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. მაგრამ კიდევ ერთმა წყარომ კიევში {ორბანის] გეგმები დაადასტურა.
”ორბანი ხვალ აქ იქნება, თუ ბოლო წუთებში ცვლილებები არ მოხდება”, - განაცხადა წყარომ გვიან საღამოს.