ფრანკფურტში ევრო 2024-ის მერვედფინალური ეტაპის მეექვსე მატჩი გაიმართა. პორტუგალიისა და სლოვენიის ნაკრებების შეხვედრის როგორც ძირითადი, ისე დამატებითი დრო 0:0 დასრულდა.
პირველი დამატებითი ტაიმის ბოლოს ჟოტამ მოიპოვა პენალტი, თუმცა კრიშტიანო რონალდოს დარტყმული იან ობლაკმა მოიგერია.
თამაშის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც უფრო ზუსტები პორტუგალიელები აღმოჩნდნენ.
ევრო 2024-ის პირველი პენალტების სერიაში კოშტამ სამივე პენალტი მოიგერია და პორტუგალია მეოთხედფინალში გავიდა.