ესპანური საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ ესპანეთის ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლას ულოცავს და ამასთან ერთად, გიორგი მამარდაშვილის განსაკუთრებულ თამაშზე საუბრობს.
„გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა ევრო 2024-ზე სრულდება. გვინდა, მივულოცოთ ჩვენს მეკარეს ბრწყინვალე ტურნირის ჩატარება, რითაც თავისი ქვეყნის ისტორია დაწერა“,- აღნიშნულია ესპანური კლუბის სოციალურ გვერდზე.