გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა.
„მადლობა იმათ, ვინც იდგა და არ გაჩერებულა მთელი შეხვედრის განმავლობაში. იმიტომ, რომ თავი თბილისში, "დინამო არენაზე" მეგონა. მათ დაიმსახურეს ის, სადაც დღეს ვიყავით. სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე გასვლა არ გამოვიდა. ესპანეთი ძალიან რთული მეტოქეა. ჩემი აზრით, შეუძლიათ, რომ ეს ჩემპიონატი ძალიან მშვიდად და წყნარად მოიგონ. რაც შეეხება მომავალს, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ეს არ არის დასასრული, ეს დიდი რაღაცის დასაწყისია, რაც შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ და ქართველ ხალხს მოვუწოდებ, რომ იყვნენ ჩვენს გვერდით, მხარი დაგვიჭირონ და დაიჯერონ ჩვენი," - თქვა მამარადშვილმა