ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა 1:4 დამთავრდა. ჩენმა ნაკრებმა ევრო 2024 ღირსეულ ბრძოლაში დაასრულა, მადლობა მათ ბედნიერი წუთებისთვის.
ანგარიში ჩვენმა გუნდმა გახსნა – მე-18 წუთზე სწრაფ კონტრშეტევაზე კაკაბაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ბურთი კვარაცხელიასკენ მიდიოდა, როდესაც ლე ნორმანდმა საკუთარ კარში ჩაჭრა. 39-ე წუთზე საქართველოს როდრიმ ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
51-ე წუთზე ფაბიან რუისმა ესპანეთი დააწინაურა – 2:1. 75-ე წუთზე სხვაობა ნიკო უილიამსმა გაზარდა – 3:1. 83-ე წუთზე დანი ოლმოს დარტყმის შემდეგ ანგარიში - 4:1 გახდა.
ესპანეთი მეოთხედფინალში მასპინძელ გერმანიას შეხვდება. ეს მატჩი 5 ივლისს 20 საათზე დაიწყება.