ევრო 2024-ის მერვედფინალში ინგლისის ეროვნული გუნდი სლოვაკეთს დაუპირისპირდა. ამგარიში 25-ე წუთზე სლოვაკეთმა გახსნა. გოლი შრანცმა გაიტანა. ინგლისმა მატჩის ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ბელინგემის გოლით ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ კი გამარჯვება დამატებით დროში მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა – 2:1.
ინგლისის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება. მატჩი 6 ივლისს დიუსელდორფში გაიმართება.