უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს რუსეთთან ომში, თუ დასავლეთი დაკარგავს ვლადიმირ პუტინის მიმართ შიშს და აღიარებს რუსეთის ლიდერის სისუსტეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა The Philadelphia Inquirer-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის განცხადებით, მოსკოვთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ დაასრულებს ომს და ის მხოლოდ წაახალისებს რუსეთის შემდგომ აგრესიას უკრაინის, ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ.
„შეუძლებელია ერთი ხელით დაეხმარო უკრაინას, მეორეთი კი პუტინს ხელი ჩამოართვა, ეს არ გამოდგება“, - დარწმუნებულია ის.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის საკითხებში არა მხოლოდ დასავლეთი ეხმარება უკრაინას, არამედ ახლა უკრაინა იცავს ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, რომელებსაც პუტინი მომავალში თავს დაესხმება.
„ყველაზე დიდი [ამჟამინდელი] პრობლემა ავიბომბებია. ასე რომ, თქვენ უნდა ოპოვოთ გადაწყვეტა მათი აეროდრომების წინააღმდეგ, სადაც მათი სამხედრო თვითმფრინავები დაეშვებიან, რომელსაც რუსეთი იყენებს ავიაბომბებისა და რაკეტების გასაშვებად“, - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, თუ შეერთებული შტატები უკრაინას მისცემს საშუალებას გამოიყენოს ამერიკული ATACMS-ის რაკეტები რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე თავდასხმისთვის. სანამ ასეთი ნებართვა არ გაიცემა, უკრაინა ცდილობს აეროდრომებზე დარტყმას დრონებით, მაგრამ მათ არ აქვთ საკმარისი ძალა.
ცოტა ხნის წინ, ჯო ბაიდენმა დაუშვა ამერიკული იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვრის მახლობლად, სადაც რუსული ძალები იკრიბებოდნენ. ამან შესაძლებელი გახადა ხარკოვზე რუსეთის შეტევის შეჩერება.
”მაგრამ ეს არ წყვეტს ჩვენს პრობლემებს, ეს არის ტაქტიკური და არა სტრატეგიული”, - თქვა ზელენსკიმ.