უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ხარკოვი დაბომბეს. ოკუპანტებმა მართვადი ბომბებით იერიში მიიტანეს უკრაინის ფოსტის Ukrposhta- ის ტერმინალზე. დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 9 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი რვა თვის ბავშვია.
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის ინფორმაციით, ავიაბომბი ფოსტის შენობასთან რამდენიმე მეტრში ჩავარდა.
განადგურდა რვა ატომობილი, კიდევ ხუთი დაზიანდა. ამასთან, იუწყებიან, რომ ფოსტის ყველა თანამშრომელი დაბომბვის დროს ბომბსაფარებში იმყოფებოდა. ამასთნ, უკრაინული მედიის ცნობით, დაშავდნენ მოქალაქეები და სატვირთო ავტომობილების მძღოლები.