UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ენტონი სმიტი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. დაამარცხა. რომანი სამივე რაუნდში დომინანტი იყო, მან მეტოქეზე თითქმის ორჯერ მეტი დარტყმა შეასრულა. დოლიძემ სამ რაუნდში მეტოქეს 81 დარტყმა შეასრულა, როცა სმიტმა მხოლოდ 44 დარტყმის შესრულება შეძლო.
დოლიძისთვის ეს ბრძოლა UFC-ში საიუბილეო იყო. რომანმა UFC-ში მეათე ჩხუბი ჩაატარა და კარიერაში მეშვიდე გამარჯვება იზეიმა. რომანის სურვილია, რომ ორივე წონით კატეგორიაში იჩხუბოს: საშუალო წონით კატეგორიაშიც და ქვემძიმე წონით კატეგორიაშიც.
europop