გერმანიის ნაკრებმა დანია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
ტურნირის მასპინძელმა გერმანიამ მერვედფინალში დანიას დამაჯერებელი თამაშით 2:0 მოუგო.
პირველი გოლი მეორე ტაიმში პენალტით ჰავერცმა გაიტანა. 68-ე წუთზე კი მუსიალამ აიღო დანიის ნაკრების კარი.
გერმანიის ნაკრები შვეიცარიის შემდეგ მეორე მეოთხედფინალისტია. 1/4 ფინალში მისი მეტოქე საქართველოსა და ესპანეთს შორის გამარჯვებული იქნება.