ევრო 2024-ზე მერვედფინალი შვეიცარია-იტალიის მატჩით გაიხსნა. შვეიცარიის ნაკრებმა 2022 წელს მუნდიალიდან მაშინდელი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი გამოთიშა, ამჯერად კი მოქმედი ევროპის ჩემპიონი იტალია დაამარცხა (2:0) და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
37-ე წუთზე ვარგასის ჩაწოდების შემდეგ რემო ფროილერმა ანგარიში გახსნა.
46-ე წუთზე კი იტალიელთა კარი ვარგასმა აიღო.
შვეიცარია მეოთხედფინალში ინგლისისა და სლოვაკეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.