უკრაინული მედიის ცნობით, შაბათს საღამოს რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე, დაიღუპა 7 და დაიჭრა 10 ადამიანი. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, მტრემა სარაკეტო დარტყმა განახორციელა ქაალქის ცენტრზე, სადაც მშვიდობაინი მოქალაქეები იმყოფებოდნენ და არანაირი სამხედრო ინფრასრუქტურა არ ყოფილა. ფიოდოროვის თქმით, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მაღაზია და საცხოვრებელი სახლები.
მანამდე რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
ცოტა ხნის შემდეგ ზაპოროჟიეში კი კვლავ გაისმა აფეთქებების ხმა.