უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დნიპროზე რუსეთის შეტევას ეხმიანება.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობა ამზადებს ახალ გადაწყვეტილებებს ხალხის დასაცავად.
„დნიპრო. ახლა სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს იმ ადგილზე, სადაც რუსული რაკეტა სახლს მოხვდა. ისინი ნანგრევებს ასუფთავებენ.
ამ დროისთვის ცნობილია ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ - ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. დაშავდა 12 ადამიანი. ყველა იღებს საჭირო დახმარებას. რამდენიმე ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია. ყველაფერი კეთდება ყველა გარემოების, ყველა დეტალის გასარკვევად.
რუსეთი აუცილებლად იქნება პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ ტერორზე. ჩვენ ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს ჩვენი ძალებისადა ჩვენი ხალხის დასაცავად“.
რუსეთის ძალებმა დნიპროში, 28 ივნისს ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
დაიღუპა, ერთი და დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულთა შორის 7 თვის ბავშვიცაა.