ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ დაცვაში და კონტრშეტევაზე სწრაფად და მარტივად უნდა გადავიდეთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ გამოცემა COPE-სთან ინტერვიუში ესპანეთის ნაკრებყან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
“ესპანეთი ამ ტურნირის ფავორიტია. დიდებული ნაკრებია, მაგრამ დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ, უნდა ვიბრძოლოთ და კონკურენცია გავუწიოთ, შემდეგ კი, ვნახოთ, რა მოხდება. პირველ რიგში, ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ დაცვაში და კონტრშეტევაზე სწრაფად და მარტივად უნდა გადავიდეთ. ესპანეთის ნაკრებიდან ერთი ფეხბურთელის არჩევა რომ შემეძლოს, რომელიც ჩვენთან ვერ ითამაშებს, ლამინ იამალი იქნება.”
.მომავალზე საუბრისას მამარდაშვილმა აშნიშნა, რომ აგენტებთან ჯერ არ უსაუბრიამ რდაგ ევროპის ჩემპიონატზეა ჯერ კონცენტრირებული.
"კონტრაქტის მიხედვით ვალენსიასთან კიდევ 3 წელი მაკავშირებს. პირველ რიგში, ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვითამაშო და მერე ვნახოთ. ჩემს აგენტთან ჯერ არ მისაუბრია, რადგან ჯერ ევროზე მაქვს სათამაშო", - განაცხადა მამარადშვილმა.
30 ივნისს, 23:00 საათზე საქართველოს ნაკრები მორიგ ისტორიულ მატჩს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ვილი სანიოლის გუნდი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
europop