რუსეთის ძალებმა დნიპროში, ცხრასართულიან საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი. დაშავებულთა შორის 7 თვის ბავშვია.
უკრაინული მედიის ცნობით, შენობის 4 სართული დაინგრა, ერთი სართული კი დაზიანებულია .
უკრაინის პრეზიდენტი დნიპროზე იერიშს გამოეხმაურა.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვახსენებთ ყველა პარტნიორს: მხოლოდ საჰაერო თავდაცვის სისტემების საკმარისი რაოდენობას და ხარისხს, მხოლოდ მტკიცე გადაწყვეტილებას შეუძლია შეაჩეროს რუსული ტერორი, ჩვენ გვჭირდება ეს გადაწყვეტილებები - ჩვენ გვჭირდება საიმედო საჰაერო ფარი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კორპუსის ბინებსა და ახლოს მყოფ ავტომობილებში სავარაუდოდ, ადამიანები არიან დარჩენილი. კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში ცეცხლი გაჩნდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის წარმომადგენლები მუშაობენ.