აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პარლამენტი დაითხოვა და საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. შესაბამისი ბრძანება 28 ივნისს რესპუბლიკის მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აღნიშნულია, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 10ელ სექტემბერს არის დანიშნული.
შეგახსენებთ, 7 თებერვალს გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ალიევმა ამომრჩეველთა 93,9%-თ გაიმარჯვა.