დემოკრატები და მათი მხარდამჭერები აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კანდიდატურის შეცვლაზე დაფიქრდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპთან დებატები ჩაიშალა.
ამის შესახებ გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
პარტიის ერთ-ერთმა მრჩეველმა განუცხადა გამოცემას, რომ „სულ მცირე ათეულმა მთავარმა დონორმა გაუგზავნა მას მესიჯი „კატასტროფის“ შესახებ და რომ დემოკრატებმა „რაღაც უნდა გააკეთონ“ და აღიარა, რომ მცირე რამ არის შესაძლებელი, თუ ბაიდენი გვერდზე არ გადგება.
პარტიის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა დონორმა და ბაიდენის მხარდამჭერმა თქვა, რომ დროა პრეზიდენტმა დაასრულოს თავისი კამპანია.
მან ბაიდენის გამოსვლას "ისტორიაში ყველაზე ცუდი" უწოდა და აღნიშნა, რომ ის იმდენად "ცუდი იყო, რომ არავინ მიაქცევს ყურადღებას ტრამპის ტყუილს".
"ბაიდენი გვერდზე უნდა გადგეს. ეჭვგარეშეა", - თქვა დონორმა ტექსტურ შეტყობინებაში და წარმოადგინა ალტერნატიული სია მერილენდის და მიჩიგანის გუბერნატორების ხელმძღვანელობით.
დემოკრატიული დონორების ერთ-ერთმა მრჩეველმა თქვა, რომ ისინი წერდნენ უკმაოყოფილო შეტყობინებებს, რომელშიც ზოგი კითხულობდა: "რა ჯანდაბაა ეს?"
"ჩვენი ერთადერთი იმედი ის არის, რომ ისგანზე გადგება. პარტიულ ყრილობაზე შევთანხმდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავიღუპებით", - განაცხადა დონორის მრჩეველმა.
დემოკრატიული პარტიის მაღალჩინოსნების უფროსმა მრჩეველმა Politico-ს უთხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არავინ ელოდა მასტერკლასს ბაიდენისგან, ის მაინც იმედგაცრუებულია.
"ის ცუდად გამოიყურებოდა თავის გზავნილში, ძირითადად კონტრარგუმენტებზე, პრეზენტაციაზე. ამ დებატებში მისთვის არც ერთი ნათელი წერტილი არ იყო. ერთადერთი დადებითი ის იყო, რომ ეს მოხდა ივნისში და არა ოქტომბერში. “ - თქვა მან.