მექსიკის პოლიციამ აკაპულკოში 15 კაცის თავმოჭრილი გვამი იპოვა.
როიტერის ინფორმაციით, მოკლულებთან ერთად აღმოჩენილია ამ რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი ნარკოკარტელის "სინალოას" მიერ ხელმოწერილი მუქარის წერილი, რომელიც სასტიკ ომს აწარმოებს აკაპულკოში მოქმედ სხვა ნარკოკარტელის წარმომადგენლებთან.
აღსანიშნავია, რომ მექსიკის პრეზიდენტმა ფილიპე კალდერონმა 2006 წლიდან ნარკომაფიას ომი გამოუცხადა, რომელთანაც გარიგებაში ჩართული იყო როგორც პოლიცია, ასევე სახელმწიფო მოხელეები.
იმისთვის, რომ მექსიკაში უკანონო ფორმირებები აღეკეთა კალდერონი იძულებული გახდა არმიის რაოდენობაც კი გაეზარდა და აშშ-თან საზღვარზე 60 ათასი ჯარისკაცი გაგზავნა.
ექსპერტების შეფასებით, ყოველწლიურად მექსიკიდან აშშ, ევროპაში და აზიაში 40 მილიარდი დოლარის ნარკოტიკები გადის. 2006 წლიდან დღემდე მექსიკაში ორგანიზებული ჯგუფებისა და ნარკომაფიის მიერ 28 ათასამდე ადამიანია მოკლული.
მასალის გამოყენების პირობები