აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელედებატებისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხოლოდ წუწუნებს და არაფერს აკეთებს, მისი პრეზიდენტობის დროს კი, ამერიკა "ჯოჯოხეთში" ცხოვრობს.
"ბევრი პოლიტიკოსის მსგავსად, ეს კაცი {ბაიდენი} უბრალოდ წუწუნაა. მან თქვა: "ჩვენ გვინდა ეს გავაკეთოთ, ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ის, ჩვენ გვინდა მოვიშოროთ ეს გადასახადი", მაგრამ ის არაფერს აკეთებს“, - თქვა ტრამპმა დებატების დროს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის დროს შეერთებული შტატები „ჯოჯოხეთში“ ცხოვრობს.
„ერთადერთი, რაც ჯო ბაიდენმა სიმართლე თქვა, იყო ის, რომ მე ისტორიაში გადასახადები ყველაზე მეტად შევამცირე, მე ასევე ყველაზე მეტად შევამცირე რეგულაციები, სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით ამდენი სამუშაო ადგილი. შემდგომ სამუშაო ადგილები შემცირდა და კვლავ აღსდგა და ის ქებას იღებს აღდგენილ სამუშაო ადგილებზე. თქვენ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ. მან ასევე თქვა, რომ მან მემკვიდრეობით მიიღო 9-პროცენტიანი ინფლაცია. არა. მას მემკვიდრეობით თითქმის არანაირი ინფლაცია არ მიუღია. და ეს ასე რჩებოდა 14 თვის განმავლობაში და შემდგომ მკვეთრად გაიზარდა მისი ხელმძღვანელობის პირობებში, რადგან ისინი ხარჯავდა ფულს, როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც არ იცის რას აკეთებენ. და მათ არ იცოდნენ, რას აკეთებდნენ. ეს იყო ალბათ ყველაზე ცუდი ადმინისტრაცია ქვეყნის ისტორიაში“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენი არის "ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში", მისივე თქმით, ამ შემოდგომაზე თუ დემოკრატები არჩევნებში კვლავ გაიმარჯვებენ, "ამერიკის შეერთებული შტატებისგან აღარაფერი დარჩება".
„თუ ამ არჩევნებში ის {ბაიდენი} გაიმარჯვებს, ჩვენს ქვეყანას არ ექნება შანსი, არც ერთი შანსი, გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. სავსებით შესაძლებელია, ქვეყანა საერთოდ აღარ დაგვრჩეს. ის დღეისათვის არის ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ჩვენს ისტორიაში“, - განაცხადა ტრამპმა.