დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ტელედებატებისას განაცხადა, რომ აშშ-ს რომ რეალური პრეზიდენტი ჰყოლოდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პატივს სცემდა, ის არასდროს შეიჭრებოდა უკრაინაში.
”ჩვენ რომ რეალური პრეზიდენტი გვყოლოდა, რომელსაც ეცოდინებოდა, რომ {რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ} პუტინი მას პატივს სცემდა, მაშინ ის {პუტინი} არასოდეს... შეჭრებოდა უკრაინაში...
ახლა კი უამრავი ხალხია დაღუპული. იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ ცხადდება. თქვენ შეგიძლიათ, გააორმაგოთ, გაასამმაგოთ ეს რიცხვები. მას არაფერი გაუკეთებია მის შესაჩერებლად. სინამდვილეში, მან წაახალისა რუსეთი უკრაინაში შეჭრისკენ“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა
გარდა ამისა, ტრამპმა კიდევ ერთხელ ახსენა თავიის პირობა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჯერ კიდევ მის პრეზიდენტად არჩევამდე.
ტრამპის თქმით, ის გააკეთებს ისე, რომ „ზელენსკიმ და პუტინმა საერთო ენა გამონახონ“.
ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ბაიდენი ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ქაოსის გამო და თქვა, რომ სავარაუდოდ ეს იყო უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის მიზეზი.
ბაიდენმა ტრამპისადმი საპასუხოდ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა და დაგმო თავისი ოპონენტი იმის გამო, რომ პუტინს შეუძლია ყველას წინააღმდეგ თავდასხმა, თუ ნატო-ს მოკავშირეები არ გაზრდიან თავდაცვის ბიუჯეტს.
"ტრამპს სურს, რომ აშშ-მა დატოვოს ნატო. მაგრამ ძალა ჩვენს ალიანსებშია. ჩვენ ვერ ავიცილებდით დიდ ომს ევროპაში, რომ არა ჩვენი ალიანსი", - თქვა ტრამპმა.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არ შეჩერდება, კერძოდ, მან ახსენა პოლონეთი, ბელარუსი და ნატო-ს ქვეყნები.
მოგვიანებით, დებატების დროს, ტრამპმა თქვა, რომ ბაიდენი შეერთებულ შტატებს მესამე მსოფლიო ომშისკენ მიჰყავს.
მან დასძინა, რომ ბაიდენის "ცუდი პოზიციის" გამო "უკრაინა ომს ვერ მოიგებს".
„მინდა ვთქვა, რომ რუსეთმა ობამას და ბაიდენის დროს ბევრი მიწა დაიკავა.
პუტინმა იცოდა, რომ ჩემთან თამაში არ შეეძლო. უკრაინაში ომი არ უნდა დაწყებულიყო და ახლა ის {პუტინი} უკრაინას დაიპყრობს.
ბაიდენმა ცუდ პოზიციაში დაგვაყენა უკრაინასა და რუსეთთან მიმართებით. უკრაინა ომს ვერ მოიგებს. მათ ხალხი არ ჰყავთ. სამწუხაროა, მათ ამდენი ადამიანი დაკარგეს... ბაიდენის სულელური გადაწყვეტილებების გამო“, - თქვა ტრამპმა.