ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში საქართველო-პორტუგალიის მატჩს ეხმიანება და ქართველ ხალხს გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ ქართველ ხალხს ისტორიულ მიღწევას. საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს!“, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის გვერდზე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა. და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.
ვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთს 30 ივნისს შეხვდება.
ფოტო: ეროვნული ნაკრები