აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატები, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს, CNN-ზე ტელედებატებს გამართავენ.
ბაიდენის თხოვნით, დებატები აუდიტორიის გარეშე წარიმართება, ტელესტუდიაში მხოლოდ ორი ტელეწამყვანი იქნება. გარდა ამისა, მიკროფონები ჩაირთვება მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები კითხვებს უპასუხებენ, რათა თავიდან აიცილონ ერთმანეთისთვის საუბრის შეწყვეტა ან კომენტარებით ჩარევა.
უნდა აღინიშნოს, რომ დებატების წინ ტრამპს ბაიდენთან შედარებით ოთხპროცენტიანი უპირატესობა აქვს. გამოკითხბა New York Times/Siena College-მა ჩაატარა. იუწყება გამოცემა „პოლიტიკო“.
გამოკითხვა 20-25 ივნისს ჩატარდა. გამოიკითხა 1226 რეგისტრირებული ამომრჩეველი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპმა ამომრჩევლების ხმათა 48 პროცენტი დააგროვა, ხოლო ბაიდენმა 44 პროცენტი.
გამოკითხულთა 77 პროცენტმა განაცხადა, რომ აპირებდა დებატების ყურებას, ხოლო 19-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ აპირებდა. ამასთან, გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩევლები უკმაყოფილონი არიან 2024 წლის არჩევნების სავარაუდო კანდიდატებით.