პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კომენტარი გააკეთა საქართველოსთან 0:2 მარცხის შემდეგ.
თამაში ძალიან დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ, გოლი სწრაფად გავუშვით, სწორედ ეს სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს. მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, ვეცადეთ გოლის გატანას, მაგრამ ვერ შევძელით, რითაც საქართველომ მეტი თავდაჯერება შეიძინა და მათ დამსახურებულად მოიგეს.
დიახ, სხვადასხვა მიზეზით წავაგეთ. მოვემზადეთ ამ მატჩისთვის, დაცვის სტრუქტურაზეც ვიმუშავეთ, გვინდოდა, მათი კონტრშეტევები შეგვეჩერებინა, მაგრამ როგორც ვთქვი, საკმარისი ინტენსივობით ვერ ვითამაშეთ. სწრაფმა გოლმაც ჩვენში დაბნეულობა შემოიტანა. წინა მატჩიდან 7-8 ფეხბურთელი შეცვალე, მინდოდა, რომ პლეი ოფისთვის ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად ყოფილიყო მომზადებული. მაქსიმალურად ვეცადეთ გოლის გატანას, ეპიზოდებში არ გაგვიმართლა. VAR ძალიან არათანმიმდევრულიც იყო, რადგან პირველ ტაიმში რონალდოზე შეიძლებოდა პენალტის დანიშვნა. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა აჩვენა თავისი ძალა. ჩვენ კი, უფრო მეტი ტემპით და ინტენსივობით თამაში გვჭირდება. საქართველომ ეს შეხვედრა ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა. სწრაფი გოლის შემდეგ საქართველო დაცვაზე გადავიდა და შედეგიც სახეზეა“, - თქვა მარტინესმა.
europop