უეფა-მ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7.9 ქულით შეაფასა.
ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
მატჩში პირველი გოლი 94-ე წამზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, მან გიორგი მიქაუტაძის გადაცემა გამოიყენა. 57-ე წუთზე თავად მიქაუტაძემ გაიტანა, მან პენალტი ზუსტად შეასრულა.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში, ჩეხეთთან საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი აირჩიეს.
ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთს 30 ივნისს შეხვდება.