საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ პორტუგალიას ამარცხებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის დაწყებიდან მეორე წუთზე პორტუგალიის კარში გოლი გაიტანა
გელზენკირხენის „აუფ შალკე არენაზე“ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან და F ჯგუფის ლიდერთან, პორტუგალიასთან მართავს, რომელსაც პლეი ოფის საგზური პირველი ადგილით აქვს განაღდებული.
ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიამ ჩეხეთს – 2:1, ხოლო თურქეთს 3:0 მოუგო. საქართველომ თურქეთთან 1:3 წააგო, ხოლო ჩეხეთთან 1:1 ითამაშა და მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ მოგება აძლევს ხელს.