საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე მესამე მატჩს პორტუგალიასთან მართავს. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის დაწყებიდან მეორე წუთზე პორტუგალიის კარში გოლი გაიტანა
გელზენკირხენის „აუფ შალკე არენაზე“ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან და F ჯგუფის ლიდერთან, პორტუგალიასთან მართავს, რომელსაც პლეი ოფის საგზური პირველი ადგილით აქვს განაღდებული.
ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიამ ჩეხეთს – 2:1, ხოლო თურქეთს 3:0 მოუგო. საქართველომ თურქეთთან 1:3 წააგო, ხოლო ჩეხეთთან 1:1 ითამაშა და მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიასთან მხოლოდ მოგება აძლევს ხელს.