"ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს პრეზენტაცია დღეს Palazzo Reale-ში გაიმართა.
54 წლის სპეციალისტმა, ერთ-ერთ მთავარ კითხვას გასცა პასუხი - რჩება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლურ გუნდში. კონტემ დაადასტურა, რომ ქართველი ფეხბურთელი მომავალი სეზონიდანაც იტალიური გუნდის ღირსებას დაიცავს.
ხვიჩას მომავალზე საუბრისას კონტემ განაცხადა, რომ მას მნიშვნელოვანი თვისებები აქვს.
"კვარაცხელია არის მოთამაშე, რომელსაც მნიშვნელოვანი თვისებები აქვს. დღევანდელ ფეხბურთში ასეთი ძალიან ცოტაა. ის ძლიერია ფლანგზე ერთი-ერთზე თამაშოს დროს, მაგრამ როცა ცენტრში შემოდის, ხდება გამთამაშებელი, რომელსაც შექმნა შეუძლია. ეჭვგარეშეა - ხვიჩა კვარაცხელია აქ რჩება და ნაპოლიში ითამაშებს...
მე მხოლოდ კვარაცხელიას და დი ლორენცოს არ ვწვრთნი, მე მთელ გუნდს ვხელმძღვანელობ. მოთამაშეებს ვესაუბრე და ჩემი იდეები გავაცანი. ეჭვი არ არსებობს, ეს ფეხბურთელები მომავალ სეზონშიც ჩვენს გუნდში ითამაშებენ, რადგან საკვანძო ფიგურები არიან.
ლობოტკას, დი ლორენცოს, კვარაცხელიასა და ზამბო ანგისას წასვლას ვეტო დავადე“, – განაცხადა ანტონიო კონტემ.
ანტონიო კონტემ ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
europop