მოსკოვში ჰააგის სასამათლოს მიერ სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერების გაცემას აბსურდულს უწოდებენ. .ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალსტებს განუცხადა.
„უფრო მეტიც, ჩვენ მიგავჩნია ეს (ორდერები) საკმაოდ აბსურდულად, ისევე როგორც წინა ორი ბრძანება, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს მეთაურს, ჩვენს ბავშვების ომბუდსმენს“, - თქვა პესკოვმა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციას და მის მიერ გაცემულ ორდერებს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 25 ივნისს რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მდივნის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა.
2023 წელს ჰააგის სასამართლომ, ასევე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.