90 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„სახლი მხოლოდ სიტყვა არ არის. სახლი - ეს უკრაინაა. დღეს, ჩვენი კიდევ 90 ადამიანი დაბრუნდა სახლში.
ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალების, არმიის მეომრები, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები, მესაზღვრეები. ვინც მარიუპოლს იცავდა. ვინც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდა. ვინც ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ლუჰანსკის მიმართულებით იმყოფებოდა“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს დახმარებისთვის.
საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, სახლში დაბრუნდა 32 გვარდიელი, 18 მესაზღვრე, საზღვაო ძალების 17 წარმომადგენელი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 15 ჯარისკაცი და ტერიტორიული თავდაცვის 8 წევრი.
კერძოდ, მოხერხედა მარიუპოლის 59 დამცველის დაბრუნება, საიდანაც 52 მებრძოლი იყო, რომლებმაც აზოვსტალი დატოვეს. ასევე გათავისუფლდა 5 ეგვარდიელი, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ.
რუსული მხარე აცხადებს, რომ მათი 90 სამხედრო მოსამსახურე რუსეთში დაბრუნდა.