საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, 26 ივნისს, გელზენკირხენში პორტუგალიას დაუპირისპირდება, რომელსაც პირველი ადგილი უკვე განაღდებული აქვს.
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრა.
„მორიგი მოგებისთვის ვემზადებით გუნდთან, რომელსაც გამარჯვება სჭირდება. ესაა პორტუგალიური ფეხბურთის სახე. იმიჯის გაუმჯობესებისთვის ვიბრძოლებთ. არ მიყვარს შემადგენლობის სერიოზულად გადახალისება, ჩემი მიზანი არა რევოლუცია, არამედ მოედანზე კონკურენტუნარიანი გუნდის გაყვანაა. ამიტომ წამყვანი ფეხბურთელები თამაშს თავიდანვე დაიწყებენ. ეს პირველ რიგში მეკარეს ეხება. დიოგო კოსტა სასტარტოში იქნება, ისევე როგორც გუნდის კაპიტანი რონალდო. ეს მნიშვნელოვანია. ყველა კარგ ფორმაშია. გონსალუ რამუშმა, ნუნო მენდეშმა და დიოგო ჟოტამ ივარჯიშეს, თუმცა 90 წუთი სათამაშოდ მზად არარიან.
მოსამზადებელ პერიოდში ხუთი მატჩი ჩავატარეთ და ბევრმა დამარწმუნა, რომ ფორმაშია. ხვალ ისინი შანსს მიღებენ. ეს შერეული შემადგენლობა იქნება. ზოგიერთს დასვენების საშუალებას მივცემ.
ჟოაო ფელიქსთან ჯერ არ მილაპარაკია და მასზე ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის მინდვრის ოცდასამივე ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. თითოეულმა იცის საკუთარი როლი, სათამაშო სტრატეგია და თავის წარმოჩენა შეუძლიათ. მივაღწევთ თუ არა ესპანეთის დონეს? ზრდა ყოველთვის გამარჯვებებით უფრო ადვილია“, - თქვა რობერტო მარტინესმა.
ხვალ, 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი საქართველო-პორტუგალიის მატჩით დასრულდება.
საქართველო-პორტუგალიის შეხვედრა 23 საათზე დაიწყება.