ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ნიდერლანდების მთავრობის მეთაური მარკ რუტე ოფიციალურად 26 ივნისს დაინიშნება. ამის შესახებ სააგენტო AFP-ს წყარომ განუცხადა.
AFP-ის წყაროს თქმით, ნატო-ს წევრი 32-ვე ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა ოფიციალურად დაამტკიცა გენერალური მდივნის თანამდებობაზე რუტეს დანიშვნა.
ის თავის უფლებამოსილებას 1-ელ ოქტომბერს შეუდგება, როცა ნატო-ს მოქმედი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მანდატი ამოიწურება.
გასულ კვირას რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მოხსნა თავისი კანდიდატურა ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე, რამაც საბოლოოდ გაუხსნა გზა რუტეს დანიშვნას.
მარკ რუტე ნიდერლანდების თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. 2010 წლის 14 ოქტომბერს, მარკ რიუტე ა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრად დედოფალ ბეატრიქსის მიერ დაინიშნა.