დღეს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" საახალწლო მიღება გაიმართება.
კომპანია "ნოვო ჯგუფის" მაღაზიათა ქსელი "ბენეტონი" ბავშვებისთვის შემოდგომა- ზამთრის ახალ კოლექციას წარადგენს. საახალწლო ჩვენებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი დიზაინრების, კოლექცინრებისა და მსახიობების შვილები.
დეფილეს დასასრულს კომპანია "ბაო-ბაბი" შოუს გამართავს, რომლის ფარგლებშიც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა მულტფილმების გმირებს შეხვდნენ.