ყირიმში, რომელიც ანექსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, არ შეიძლება იყოს „პლაჟები, ტურისტული ზონები და მშვიდობიანი ცხოვრების სხვა გამოგონილი ნიშნები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სევასტოპოლზე სარაკეტო დარტყმებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ყირიმში არ არის და არ შეიძლება იყოს „პლაჟები“, „ტურისტული ზონები“ და „მშვიდობიანი ცხოვრების“ სხვა გამოგონილი ნიშნები. ყირიმი, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული უცხო ტერიტორიაა, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. იგივე ომი, რომელიც რუსეთმა მხოლოდ გენოციდური და აგრესიული მიზნებით გააჩაღა.
ყირიმი ასევე არის დიდი სამხედრო ბანაკი და საწყობი, ასობით პირდაპირი სამხედრო სამიზნეებით, რომელთა შენიღბვას და საკუთარი სამოქალაქო სამიზნეებით დაფარვას რუსები ცინიკურად ცდილობენ. რომლებიც, თავის მხრივ, სამოქალაქო ოკუპანტები არიან“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
23 ივნისს, ანექსირებულ სევასტოპოლზე უკრაინის ძალების სარაკეტო იერიშისის შედაგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 151 დაშავდა.