რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკლოვი აცხადებს, რომ ანექსირებული სევასტოპლზე სარაკეტო იერიშთან აშშ-ის კავშირს შედეგები მოჰყვება.
„ამერიკის შეერთებული შტატების პირდაპირ ჩართვას საომარ მოქმედებებში, რის შედეგადაც რუსი მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, რა თქმა უნდა, შედეგები მოჰყვება, თუ რა შედეგები, ამას დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, გეგმავს თუ არა მოსკოვი საპასუხო ზომებს ვაშინგტონის წინააღმდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ „თავდასხმაში ამერიკული რაკეტები იქნა გამოყენებული“.
პესკოვმა თავად „დაბომბვას ბარბაროსობა“ უწოდა. მისივე თქმით, საგამოძიებო ორგანოები მუშაობას აგრძელებენ.
„ჩვენ კარგად ვხედავთ, ვინ დგას ამის უკან, პრეზიდენტმა მხოლოდ გასულ კვირას ისაუბრა იმაზე, თუ ვის მოჰყავს მოქმედებაში აბსოლუტურად ტექნოლოგიურად კომპლექსური რაკეტები, თუ ვინ ახორციელებს ამ გაშვებას. ისინი უკრაინელები არ არიან“, - თქვა პესკოვმა.